ჩვენ ვივიწყებთ, რომ ყველას წასვლა მოგვიწევს
ჩვენ ვივიწყებთ, რომ ყველას წასვლა მოგვიწევს
- მამაო, კონკრეტულად რა არის ამ ცხოვრების აზრი? - ჰკითხეს მამა პაისი ათონელს.

- მზადება სამშობლოში დასაბრუნებლად, ზეცაში, სამოთხეში. ადამიანმა უნდა შეიცნოს ცხოვრების ღრმა აზრი, რამეთუ ამით ხდება სულის ხსნა. როცა სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, ადამიანი ხვდება, რომ ახლანდელი ყოფა ამაოა, წარმავალია და ამზადებს თავის "საზღვარგარეთის პასპორტს" სხვა ცხოვრებისთვის. ჩვენ ვივიწყებთ, რომ ყველას წასვლა მოგვიწევს. ფესვებს აქ ვერ გავიდგამთ. ეს ცხოვრება დროსტარებისთვის კი არ გვაქვს, არამედ იმისთვის, რომ ჩავაბაროთ გამოცდები და სხვა სიცოცხლეში გადავიდეთ. ამიტომაც ჩვენი მიზანია, ისე მოვემზადოთ, რომ როცა უფალი მიგვიხმობს, სუფთა სინდისით წავიდეთ, მივემთხვიოთ ქრისტეს და ვიყოთ მასთან საუკუნოდ.

ბეჭდვა
1კ1