მე ცილი დავწამე ღვთის მონას
მე ცილი დავწამე ღვთის მონას
ამბა კასიანე ჰყვებოდა: "დიდებულ ისიდორეს, სკიტელ დეკანოზს, დიაკვნად ჰყავდა ვინმე პაფნუტი, რომელიც სურდა მღვდლად ეკურთხებინა, მაგრამ მან ხელდასხმა არ მიიღო კრძალვისა და ღვთისმოშიშების გამო. ამ ადამიანისა შურდა ერთ-ერთ მამას და როცა პაფნუტი ეკლესიაში ლოცვაზე იდგა, საკუთარი წიგნები მის კელიაში შეიტანა. მერე კი ისიდორეს განუცხადა, - წიგნები მომპარესო. გაუკვირდა წინამძღვარს, ასეთი რამ არ მომხარიყო მის სკიტში. ბერმა უთხრა: "გამატანე ორი ბერი, კელიები რომ გავჩხრიკოთო". პაფნუტის კელიაში "იპოვეს" წიგნები. თავმდაბალი დიაკვანი მუხლს იდრეკდა მამების წინაშე და გაიძახოდა: "შემინდეთ, მამანო, ეპიტიმია დამადეთო". სამი კვირის მანძილზე მას ძმებისა და ეკლესიაში შემსვლელი ყოველი კაცისთვის მუხლი უნდა მოედრიკა და შენდობა ეთხოვა. სამი კვირის მერე ცილისმწამებელი ბერი ეშმაკეული გახდა და აღიარა: "მე ცილი დავწამე ღვთის მონასო". მთელი ეკლესია ლოცულობდა ეშმაკეულისთვის, მაგრამ არ განიკურნა. მაშინ დიდებულმა ისიდორემ მიმართა ამბა პაფნუტის: "ილოცე მისთვის, რადგან ცილი დაგწამა და მხოლოდ შენ თუ განკურნებო". პაფნუტიმ ილოცა. იგი მაშინვე განიკურნა.
ბეჭდვა
1კ1