ამგვარად შეამოწმა მღვდელმთავარმა სვიმეონ მესვეტის მორჩილება
ამგვარად შეამოწმა მღვდელმთავარმა სვიმეონ მესვეტის მორჩილება
6 ივნისი ღირსი სვიმეონ მესვეტის ხსენების დღეა

შეიძლება, მორჩილებისათვის 5, 10, 40 წელი იწვალო და მერეღა მიაღწიო. ღირს და ღმერთშემოსილ მამებს უდაბნოში მოღვაწეობის ათეულობით წელი სჭირდებოდათ, რათა სულიწმინდის მადლი შეემოსათ. მორჩილების მადლით მიიღო სვიმეონ მესვეტემაც ღირსისა და ღმერთშემოსილი მამის წოდება. როცა სვეტიდან ვერ ჩამოიყვანეს, მამები შეეცადნენ გამოეძიათ, იყო თუ არა ეს ქმედება ღვთისაგან. მღვდელმთავარმა კაცი გაგზავნა და თავისთან დაიბარა. ეს იმას ნიშნავდა, სვეტიდან ჩამოდიო. ამგვარად შეამოწმა მღვდელმთავარმა სვიმეონ მესვეტის მორჩილება. წმინდანი დაემორჩილა უპირატესს - ჩამოსვლა დააპირა. ასეთი მორჩილების გამო ის სვეტზე დატოვეს. სვიმეონ მესვეტის ნაბიჯი მორჩილებითა და ლოცვა-კურთხევის მადლით იყო გამართლებული. თვითნებობით ადამიანი ასეთ სულიერ სიმაღლეს ვერ მიაღწევს.

ბეჭდვა
1კ1