დავიმარხე ჩემი ქალწულება
დავიმარხე ჩემი ქალწულება
ერთი ბერი ღვთისმსახურებაზე წავიდა. გზად მეძავს გადაეყარა. მან უთხრა: "გადამარჩინე, მამაო, ისე, როგორც ქრისტემ გადაარჩინა მეძავი". მონაზონმა, მიუხედავდ იმისა, რომ შეიძლებოდა განეკითხათ, ქალს ხელი ჩასჭიდა და მთელი ქალაქი გაიარა. ხალხი უყურებდა და გაიძახოდა: - ბერმა ცოლად მეძავი შეირთოო. მონასტრის გზაზე ქალმა ეკლესიასთან მიტოვებული ბავშვი დაინახა და თან წაიყვანა, რათა გაეზარდა. გავიდა ერთი წელი და ქალი ბავშვთან ერთად დაინახეს, ახლა ეს თქვეს: "კარგი მონაზონია, მონაზონი გაუჩინა ბერს. ბავშვიც ძალზე ჰგავს მამასო". როცა ბერს ღვთისგან გარდაცვალება ეუწყა და ყოფილ მეძავს, ახლა უკვე მონაზონ პორფირიას, უთხრა, - წავიდეთ ქალაქშიო. გაიყოლეს ბავშვი, უკვე შვიდი წლის ყრმა. ქალაქში ბერი ძლიერ ავად გახდა. ამ დროს მასთან ასამდე კაცი შეიკრიბა. ცეცხლი მომიტანეთო, - თქვა ბერმა. მოუტანეს გავარვარებული ნაკვერჩხლები. ბერმა ისინი კაბის კალთაში ჩაიყარა, ნაკვერჩხლები ისე ჩაინავლა, კაბას მცირედითაც ვერაფერი ავნო. ბერმა აჩვენა კაბა და უთხრა: "იცოდეთ, ძმებო, როგორც მოსეს მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვებოდა, ისევე, როგორც არ დაიწვა ჩემი კაბა, მეც შობითგან ამ დღემდე დედაკაცი არ შემიცვნია და დავიმარხე ჩემი ქალწულებაო". ყველა გაოცებული იყო ნანახით და მოსმენილით და ადიდებდნენ ღმერთს, რომელსაც მრავალი ასეთი დაფარული მონა ჰყავს.
ბეჭდვა
1კ1