ნურასოდეს დაუტევებთ ლოცვას
ნურასოდეს დაუტევებთ ლოცვას
არქიმანდრიტ ეპიფანეს (თეოდოროპულოსი) ერთხელ ჰკითხეს:

- მამაო, როცა ჩვენ საღამოს შინ ვბრუნდებით, არანაირი სურვილი არა გვაქვს ლოცვისა.

- მაგრამ თქვენ მადას არ კარგავთ. როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ, ვახშამზე უარს არ ამბობთ. ზუსტად ასევე და უფრო მეტადაც კი უნდა იზრუნო სულის გამოსაკვებად. ეს საკვები მისთვის ღმერთთან ურთიერთობაა.

მანვე თქვა: - ნურასოდეს დაუტევებთ ლოცვას. ილოცეთ ჭამის წინ, ჭამის მერე, დილით, დღისით, საღამოს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მწუხრის ლოცვის წაკითხვას. როგორი მოუცლელნი ანდა დაღლილნიც არ უნდა იყოთ, ნუ გამოტოვებთ მათ. ეს თქვენი გაღებული მსხვერპლია და პირველ რიგში თქვენი სიყვარულის გამოვლენაა. ასე, მაგალითად, როცა ღამე გირეკავთ ტელეფონით ახლობელი, - ივიწყებთ დაღლას და საათობით შეგიძლიათ მასთან საუბარი. არ ბრაზობთ, რატომ დამირეკაო, პირიქით, ბედნიერი ხართ. განა ასე არაა?
ბეჭდვა
1კ1