აი მიწის ანგელოზი!
აი მიწის ანგელოზი!
* ოდესღაც მამა მაკარი ოთხი თვის მანძილზე მიდიოდა ძმასთან და ყოველთვის ლოცვად მდგარს ნახულობდა. გაოცებულმა დიდბერმა თქვა: "აი მიწის ანგელოზი!"

* პალესტინის ერთი მონასტრის ამბამ ნეტარ ეპისკოპოსს, წმინდა ეპიფანეს შეატყობინა: "შენი ლოცვით, არ დავუტევებთ კანონის აღსრულებას და გულმოდგინედ ვლოცულობთ მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამებს". მათ სამხილებლად წმინდა ეპიფანემ მისწერა: "ეტყობა, დღის სხვა საათებს უქმობაში ატარებთ. ჭეშმარიტი მონაზონი თავის გულში მოუკლებლად უნდა წართქვამდეს ლოცვას და ფსალმუნებსო".

* როცა ღირსი აკაკი კავსოკალიველი ლოცულობდა, სვეტივით გაუნძრევლად იდგა, თუმცა არც დამჯდარი გრძნობდა სხეულს, მაღალ სულიერ მდგომარეობაში მყოფი აღვსებული იყო მადლითა და ღვთაებრივი ნათლით.
ბეჭდვა
1კ1