შემინდე, მამაო
შემინდე, მამაო
ვინმე ბერს დაფარულმცოდნელობის მადლი მიეცა. იგი ყვებოდა: "ერთხელ კინოვიურ მონასტერში ვიხილე, რომ როცა ერთი მამათაგანი გონებისმიერი ლოცვით ლოცულობდა , მასთან მისული დემონი კელიის გარეთ იდგა, როგორც კი ძმა ლოცვას შეწყვეტდა, დემონი შიგნით შედიოდა".

* იორდანეს პირას მცხოვრებ განდეგილს ერთხელ კალამონის ლავრის დიდბერი ეწვია. "ამდენი წლის დაყუდებასა და მოსაგრეობაში გატარების მერე რას მიაღწიე, ძმაო?" - ჰკითხა სტუმარმა. "წადი, ათი დღის მერე დაბრუნდი და მაშინ გეტყვი". მეათე დღეს დიდბერს ეს ძმა უკვე გარდაცვლილი დახვდა. იქვე წერილიც იპოვა: "შემინდე, მამაო, ჩემი კანონის აღსრულებისას ფიქრები არასოდეს მიმიქცევია მიწიერი საგნებისაკენ".
ბეჭდვა
1კ1