ისინი აქ მართლაც ღმერთს ადიდებენ
ისინი აქ მართლაც ღმერთს ადიდებენ
ერთმა ასკეტმა თავისი მორჩილი კარიესში გაგზავნა. იქ პროტატის ტაძარში მორჩილმა მშვენიერი გალობა მოისმინა. უკან დაბრუნებულმა მოძღვარს უთხრა: "მამაო, რომ გენახა, რა მშვენივრად გალობენ... ჩვენ კი მხოლოდ სკვნილი და "უფალო იესო ქრისტე" გვაქვსო"... მეორე დღეს მოძღვარმა უთხრა: "წავიდეთ, შვილო, ვნახოთ, როგორ ლოცულობენ მამები და კანონად ავიღოთო". როცა ტაძარში იდგნენ, მოძღვარმა სულიერ შვილს უჩურჩულა: "შვილო, ისინი აქ მართლაც ღმერთს ადიდებენო". ამ ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო, რომ საშინლად იძრა მიწა. მგალობლებმა მაშინვე თავი ანებეს სანოტო წიგნებსა და გალობას და სკვნილზე ლოცვა დაიწყეს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალენ ჩვენ!"

- მამაო, - თქვა მორჩილმა, - დავუბრუნდეთ ჩვენს კელიას, სიმშვიდეს, სამუშაოს, რასაც ჩვენ იქ ვაკეთებთ, გალობაზე მეტიაო.
ბეჭდვა
1კ1