არაფერი აქვს იმას, ვინც ცხონება ვერ მოიპოვა
არაფერი აქვს იმას, ვინც ცხონება ვერ მოიპოვა
"ვინც მეტად მიაგებს პატივს აწმყოს, ის არასოდეს შეიქმნება ღირსი მომავალი სიკეთის ხილვისა", - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი. ამბა ევაგრე კი გვასწავლის: "ვისაც მიწიერი ზეციურზე მეტად უყვარს, იგი ზეციურსაც მოაკლდება და მიწიერსაც".

"არაფერი აქვს იმას, ვინც ცხონება ვერ მოიპოვა, თუნდაც მთელი სამყარო მას ეკუთვნოდეს", - წმინდა ტიხონ ზადონელი.

წმინდა ტიხონივე გვასწავლის: "ორი თვალი გვაქვს და არ შეგვიძლია ერთდროულად ვუცქიროთ ზეცასაც და მიწასაც, წინაც და უკანაც: მით უმეტეს, ერთი გულის მქონეთ არ შეგვიძლია მივეჯაჭვოთ ღმერთსაც და ქმნილებასაც".
ბეჭდვა
1კ1