დიდი შრომა გავწიე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე
დიდი შრომა გავწიე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე
მოგვითხრობენ ვინმე ბერდიდზე, რომელმაც სამოცდაათი კვირა მარხვაში გაატარა და კვირაში ერთხელ ჭამდა საჭმელს , რათა ღმერთს მისთვის წმინდა წერილიდან ზოგიერთი ადგილის მნიშვნელობა განემჟღავნებინა, მაგრამ ღმერთი არ უმხელდა მას. ამას რომ ხედავდა, ბერმა თავისთვის თქვა: "აი, საკმაოდ დიდი შრომა გავწიე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. წავალ ძმასთან და მას ვკითხავ". როცა კელიიდან გამოვიდა და კარები დახურა, მივლენილ იქნა მასთან უფლის ანგელოზი, რომელმაც უთხრა: "შენს მიერ მარხვაში გატარებულმა სამოცდაათმა კვირამ არ დაგაახლოვა ღმერთთან, ახლა კი, როცა თავი დაიმდაბლე და საკითხის გასარკვევად ძმასთან წასვლა განიზრახე, გამოგეცხადე, რათა საკითხი განმარტო". აღასრულა ეს და ანგელოზი გაშორდა მას.
ბეჭდვა
1კ1