მე შენთან იმიტომ მოვედი, რომ სიკეთე ვნახო
მე შენთან იმიტომ მოვედი, რომ სიკეთე ვნახო
ამბა ისააკი ყვებოდა: ამბა თეოდორე თერმელთან ვცხოვრობდი. ის არაფრის გაკეთებას არ მაიძულებდა, თვითონ ამზადებდა ტრაპეზს და მეუბნებოდა: - ძმაო, თუ გინდა, მოდი და ჭამეო. ვეუბნებოდი: - ამბა, მე შენთან იმიტომ მოვედი, რომ სიკეთე ვნახო, რატომ არ მაიძულებ რაიმეს გაკეთებას-მეთქი. მაგრამ ბერი ყოველთვის დუმდა. წავედი და ამის შესახებ სხვა მამებს ვუამბე. ისინი მოვიდნენ ამბასთან და ის ჰკითხეს, რაც მე. ბერდიდმა მათ უპასუხა, - განა მე კინოვიის უფროსი ვარ, რომ რაიმე ვუბრძანო? რა თქმა უნდა, არაფერს არ ვუბრძანებ, მაგრამ თუ უნდა, ის გააკეთოს, რასაც მის თვალწინ ვაკეთებო. მას მერე მე ვასწრებდი ბერდიდს საქმიანობას. თვითონ კი საქმეს ჩუმად აკეთებდა და ამგვარად მეც იმის გაკეთებას მაიძულებდა.

* ქრისტიანი თავისმა მონამ დააბეზღა. ის წარმართებმა აწამეს. სიკვდილის წინ დაინახა თავისი გამცემი მონა, აჩუქა ოქროს ბეჭედი და უთხრა: "გმადლობ, რომ მიზეზი გახდი ჩემთვის ამდენი სიკეთის ბოძებისაო".
ბეჭდვა
1კ1