ომიც და გაჭირვებაც ეშმაკისგანაა მოვლინებული
ომიც და გაჭირვებაც ეშმაკისგანაა მოვლინებული
- რაც უფრო მეტად მლოცველია ადამიანი მასზე მეტი ბრძოლაა?
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):


- ადამიანი რომელიც არც ლოცულობს, არც არაფერს აკეთებს, ის ისედაც იგულისხმება რომ ის არ დგას სწორ გზაზე და მისთის ეშმაკს არ სცალია. დაცემულ ანგელოზებს, დემონებს არ სცალია. მათ ისეთი ადამიანების ცდუნება და ცოდვაში ჩაგდება უნდათ, რომლებსაც შეუძლიათ ლოცვით და თავისი მაგალითით, ქმედებით ხელი შეუშალოს მათ და ამ ადამიანებს ებრძვიან მრავალი მიმართულებით. არის მრავალი მაგალითი იმისა, რომ ბერი ცოდვაში ჩავარდა და მას მეორე ბერი ლოცვით მიეშველა. სასოწარკვეთილება მოაშორა და ორივე ცხონდნენ. მამათა ცხოვრებიდან მოვიყვან მაგალითს, ათონზე მოხდა ეს ამბავი შუა საუკუნეებში, ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთად გაიზარდა, მათგან ერთ-ერთი მონასტრის გზას დაადგა და ბერი გახდა. მეორემ რთული გზა აირჩია და ცუდ წრეში მოხვდა. ეს ბერი მთელი ცხოვრება უფალს ლოცვით სთხოვდა, გაეგო თავისი ბავშვობის მეგობრის ასავალ -დასავალი, სად იყო, ცოცხალი იყო თუ არა. იმდენად ძლიერი იყო ამ ბერის ლოცვა, რომ უფალმა ანგელოზი მოუვლინა და აუწყა, შენი ძმა ჯოჯოხეთშია და მას მრავალი დაცემული ანგელოზი სტანჯავსო. მან მაინც ითხოვა შეხვედროდა, გააფრთხილეს, რომ ერთი წამითაც რომ ნახოს როგორ დღეშიც არის ის იქ, დიდი განსაცდელი ექნებოდა. რამდენიმე დღიანი ლოცვის გაძიერების შემდეგ, ბერი მაინც თავის აზრზე დარჩა და უნდოდა ენახა მისი ყოფილი მეგობარი თუ რა ტანჯვას განიცდიდა ჯოჯოხეთში. მართლაც მას აუწყეს, რომ საღამოზე იქნება მასთან კელიაში და კიდევ გააფრთხილეს, რომ მისი ხილვა იქნებოდა სიკვდილის ტოლფასი საშინელება. საღამოს ლოცვისას ადამიანის ლანდი წარმოესახა და ჰკითხა, ვინ იყო. ხმა გამოსცა და იგრძო, რომ ეს მისი მეგობარი იყო. ჯოჯოხეთში დიდად შემეწევა შენი ლოცვა იმის გამო, რომ ცოტა სინათლეს ვხედავ შენი ლოცვის შემდეგო და არ გირჩევო, რომ ჩემი სხეულის რომელიმე ნაწილი დაინახოო, - მიუგო მან. ბერი არ დაეთანხმა.

ასეთი არის პატერიკი, რომ მან ფეხიდან წვივის ნახევრამდე აიწია წამოსასხამი და დაინახა ბერმა ის, რაც წერია სახარებაში, რომ მატლი დაუძნებელი როგორ მოძრაობდა და შედიოდა სხეულში ეს საშინელი მატლი რომელიც საშიენლ ტკივილებს ატარებდა მის მეგობარს, ეს დაინახა თვალნათლივ წამიერად და გაუჩინარდა. მოხდა ისე, რომ ბერმა კელიაში ვეღარ გაძლო ისეთი მყრალი სუნი დარჩა, ისეთი საშინელება მოხდა რომ ბერმა გააღო კარები და მთელი მონასტერი მოიცვა საშინელმა ჯოჯოეთურმა სულმა და ეს მონასტერი იძლებული გახდა რომ გადასულიყო სხვა ადგილზე. ბერი გადარჩა იმიტომ რომ სულიერად ძლიერი იყო. საშიშროება იყო იმისი, რომ გული გასკდომოდა იმდენად საშინელი იყო ეს ხილვა. მლოცველ ადამიანებს ხშირად მოსდის ასეთი შემთხვევა, ხილვები აქვთ მათ საშინელი, ეს იმის გამოძახილია, რომ ისინი ვერ ისვენებენ. ბოროტი, დაცემული ანგელოზები ვერ ისვენებენ, რამეთუ მათი
ყველზე დიდი მოწინააღმდეგე მაინც ეკელსიაა და ბერმონაზვნური ფრთა, რომლებიც ლოცულობენ იმისთვის, რომ ქვეყანაზე მშვიდობა იყოს. ეს ომიც და გაჭირვებაც ეშმაკისგანაა მოვლინებული.
წმინდა ნიკოლოზის და დედა ღვთისმშობელის მეოხება არ მოკლებოდეს თქვენს საქმიანობას. ღმერთმა გაგაძლიეროთ.

ბეჭდვა
1კ1