იქნებ ვინმეს ეს საუბარი კეთილად წაადგეს
იქნებ ვინმეს ეს საუბარი კეთილად წაადგეს
ერთხელ არქიმანდრიტ კლეოპას (ილიე) სანახავად მონასტერში სამხედრო ოფიცერთა ჯგუფი მივიდა. ბერმა ისინი კელიის წინ მიიღო და დამოძღვრიდა. მაგრამ ბევრი მათგანი იცინოდა, ხუმრობდა. მამა კლეოპას სულიერი შვილი ამის შემხედვარე აღშფოთდა და ყურში უჩურჩულა: "მამაო, კელიაში შევიდეთ, თქვენ დაიღალეთ, თანაც არ აინტერესებთ, რასაც ეუბნებით". "არა, ვიჯდები ცოტა ხანს, იქნებ ვინმეს ეს საუბარი კეთილად წაადგეს", - უთხრა ბერდიდმა და ოფიცრებთან დარჩა, ვიდრე მათ წასვლა არ მოისურვეს.

- მამა კლეოპა, ასე დიდხანს რატომ ესაუბრებოდით? განა ვერ ხედავდით, როგორ იქცეოდნენ? - ჰკითხა ისევ სულიერმა შვილმა.

- იქნებ ერთ მათგანს რაიმე მაინც ჩარჩეს სულში, - თქვა ბერდიდმა.

ამ სიტყვების აზრს მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, როცა ერთხელ, კვირა დილით, მამა კლეოპასთან ერთი ბატონი მივიდა და თქვა, რომ ორი კვირის წინ აქ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად იყო და ახლა პირადად სურდა მამა კლეოპასთან საუბარი.
ბეჭდვა
1კ1