თუ გინდათ ცხონდეთ, გქონდეთ ყველას მიმართ სიყვარული
თუ გინდათ ცხონდეთ, გქონდეთ ყველას მიმართ სიყვარული
სამი ბერი, რომელთაც გულში მოყვასის სიყვარული არ ჰქონდათ, ერთ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ მამასთან მივიდნენ და საქმეებით თავის ქება დაიწყეს. პირველმა ჰკითხა: - მე ზეპირად ვისწავლე ძველი და ახალი აღთქმა და რა მომელის ამისთვისო? ბერდიდმა უპასუხა: - ჰაერი სიტყვებით აავსე, მაგრამ შენი შრომისგან სიკეთე მაინც არ გაქვსო. მეორემ: - მამაო, მე წმინდა წერილი ჩემთვის გადავწერეო. ბერმა უთხრა: - არც შენ გაქვს ამისგან სიკეთეო. მაშინ მესამემ წამოიძახა: - მე კი, მამაო, სასწაულს ვიქმო. ეგ სიკეთეს ვერ მოგიტანსო, - უთხრა ბერდიდმა და სამივეს მიმართა: თუ გინდათ ცხონდეთ, გქონდეთ ყველას მიმართ სიყვარული, გაიღეთ მოწყალება და გადარჩებითო.

ძმა ეწვია ბერდიდს და წასვლისას უთხრა: - ამბა, მაპატიე, რომ კანონის შესრულებაში ხელი შეგიშალეო. ბერმა უპასუხა: - ჩემი კანონია, რომ სტუმართმოყვარეობის მცნებით გიმასპინძლო და უკან დამშვიდებული გაგიშვაო.
ბეჭდვა
1კ1