მეტისმეტად დიდი შეხედულება ჰქონდა საკუთარ თავზე
მეტისმეტად დიდი შეხედულება ჰქონდა საკუთარ თავზე
მონაზონმა ირონმა 50 წელი უდაბნოში გაატარა და ყველა იქ მცხოვრებ მონაზონს აღემატა თავისი ანგელოზებრივი ცხოვრებით. მაგრამ სიამაყემ დაღუპა ასეთი მოსაგრე. წარმოიდგინა, რომ მისი მეზობელი მონაზვნები შესაფერისი ტიპიკონით არ ცხოვრობდნენ და მათ ამრეზით უცქერდა. ეშმაკმა შეამჩნია მისი მედიდურობა, ეცადა მის დაღუპვას და მიაღწია კიდეც მიზანს - მას ნათლის ანგელოზის სახით გამოეცხადა და ბერს ჭაში ჩავარდნა შესთავაზა, - შენი წმინდა ცხოვრების გამო არაფერი მოგივაო. ბერმა დაუჯერა და ჭიდან ცოცხალმკვდარი ამოათრიეს. მესამე დღეს ის გარდაიცვალა.
ბეჭდვა
1კ1