არ არსებობს მღვდელი, რომელიც ღირსი იქნება მაზიაროს
არ არსებობს მღვდელი, რომელიც ღირსი იქნება მაზიაროს
კარულელი ასკეტი პახუმი საშინელ ხიბლში ჩავარდა. ამტკიცებდა, - არ არსებობს მღვდელი, რომელიც ღირსი იქნება მაზიაროსო. ამიტომაც ელოდა, თუ როდის ჩამოეშვებოდა ანგელოზი ზეციდან და ჩამოუტანდა წმინდა საიდუმლოებას. ტრაგიკული იყო მამა პახუმის სიკვდილი - კლდიდან ზღვაში გადაიჩეხა და დაიხრჩო. დიდი თევზებისგან ნახევრად შეჭმული იპოვეს.

ერთმა მოსაგრემ, ნეოფიტე დოქიარელმა, რომელიც ადრე მონასტრის იღუმენი იყო, წმინდა ანას სკიტში ყოფნისას, 1980 წელს, ძილში წმინდა ბასილი დიდი იხილა, რომელმაც უბრძანა, ფეხის თითებზე მემთხვიეო.

ამ სიზმარმა ყოფილი იღუმენი გააამაყა, თითქოსდა წმინდანებს ხედავდა და ფეხზე ეამბორებოდა. გულისთქმები მუდმივად ამ ხილვით ჰქონდა დაკავებული, რომელიც ლოცვასა და კანონის შესრულებაში ხელს უშლიდა.

ცოტა ხნის მერე სახიერმა ღმერთმა გულისხმაყო იგი, რომ ცნობილი მოძღვარი, მამა გრიგოლი მოენახულებინა, რომელიც ცოტა ზევით სრულ უპოვარებასა და სიგლახაკეში ცხოვრობდა.

- ძმაო ჩემო იღუმენო, ეშმაკს ეთაყვანე და არა ბასილის, - უთხრა მან, - გთხოვ, ამიერიდან ნუ მიანიჭებ მნიშვნელობას სიზმრებს, რომლითაც ბოროტი ეშმაკი ატყუებს ხალხს.

წმინდა ანას სკიტის უმაღლეს, უწყლო კალივაში ცხოვრობდა ხიბლში ჩავარდნილი მონაზონი. მამათაგან არავისთან ჰქონდა ურთიერთობა და თავისი დაბნელებული გონებით თვლიდა, რომ დედამიწაზე არ იყო მღვდელი, რომელიც ღირსი იქნებოდა მისი ზიარებისა წმინდა საიდუმლოებასთან და უზიარებელი რჩებოდა.
ბეჭდვა
1კ1