მეტისმეტად დიდი შეხედულება ჰქონდა საკუთარ თავზე
მეტისმეტად დიდი შეხედულება ჰქონდა საკუთარ თავზე
ეგვიპტელი აბრაამი მკაცრად ცხოვრობდა უდაბნოში, მაგრამ მეტისმეტად დიდი შეხედულება ჰქონდა საკუთარ თავზე. ეკლესიაში მისულმა კამათი დაუწყო ხუცესებს: "მე წუხელ თვით იესო ქრისტემ დამასხა ხელი და თქვენც ვალდებული ხართ, მღვდელმოქმედებისთვის, როგორც ხუცესი, მიმიღოთო". წმინდა მამებმა ის უდაბნოდან გამოიყვანეს, აიძულეს, უფრო უბრალო ცხოვრებით ეცხოვრა და სიამაყისგან განკურნეს, შეაგრძნობინეს მას საკუთარი უძლურება, დაუმტკიცეს, რომ ის სიამაყის დემონისგან იყო მოტყუებული და თავიანთი წმინდა ლოცვებით დააბრუნეს ადრინდელ ღვთისსათნო ყოფაში.
ბეჭდვა
1კ1