აი თქვენი უფალი და მამა!
აი თქვენი უფალი და მამა!
იოანე მოსხი მოგვთხრობს: "ერთ-ერთი მამა მოგვიყვა: "ერისკაცს ჰყავდა ვაჟი, რომელიც ღვთისმოშიშებით, უმანკოებით და ყველაფერში თავშეკავებით გამოირჩეოდა. ღვინოს არ სვამდა და სული მისი განდეგილი ცხოვრებისკენ ისწრაფოდა. მამას სურდა, რაიმე საქმეში ჩაეყენებინა, მაგრამ შვილი არ თანხმდებოდა. მამა საყვედურობდა: "მაგალითი მაინც აგეღო შენი ძმებისგან და საქმეს შესდგომოდი". ვაჟი კი ყველაფერს დუმილით დაითმენდა. ის ყველას უყვარდა თავმდაბლობისა და კეთილშობილების გამო. დაუდგა მამას აღსასრულის ჟამი. ნათესავებსა და ახლობლებს ეგონათ, რომ მას სძულდა თავისი უფროსი ვაჟი, რადგან ხშირად ლანძღავდა. ამიტომაც მივიდნენ მომაკვდავთან და სთხოვეს, აბიბოსისთვის მემკვიდრეობის ნაწილი დაეტოვებინა. "დამიძახეთ, მოვიდეს აქ", - ბრძანა მამამ. ყველა ფიქრობდა, რომ ჩვეულებისამებრ ლანძღვას დაუწყებდა. როცა უფროსი შვილი მოვიდა, მამა მას აცრემლებული ჩაუვარდა ფეხებში: "მაპატიე, შვილო, და ევედრე ჩემთვის ღმერთს. მაპატიე, რამეთუ განგამწარე. შენ ქრისტეს ეძებდი, მე კიდევ ერისკაცულ საქმეებს ვიყავი მიცემული". მერე კი მოუხმო დანარჩენ შვილებს, მიუთითა უფროს ძმაზე და უთხრა: "აი, თქვენი უფალი და მამა! გეტყვით: ეს თქვენია - და იქნება თქვენი. გეტყვით: არაფერი გეკუთვნითო - არაფერი მოგეცემათ!" მამა მაშინვე გარდაიცვალა. აბიბოსმა ძმებს თანაბრად გაუნაწილა მამის მემკვიდრეობა. თავისი წილი ღარიბებს დაურიგა და არაფერი დაიტოვა. მალე კელიას აშენებას შეუდგა, დაასრულა და ამ დროს დასნეულდა და გარდაიცვალა". აი, როგორი აღსასრულის ღირსი შეიქნა, აღსასრულისა, რომელიც შესაფერისია იმ სიყვარულისა, რომლითაც მან ქრისტე შეიყვარა, - ამბობდა ყველა".
ბეჭდვა
1კ1