აი, მაგალითი სიყვარულისა
აი, მაგალითი სიყვარულისა
ერთხელ ძმებმა საუბარი დაიწყეს სიყვარულზე. იქვე იყო ამბა იოსები. ბერდიდმა თქვა: "ჩვენ არ ვიცით, რა არის სიყვარული. აი, მაგალითი სიყვარულისა: ამბა აღათონს დანა ჰქონდა, რომელიც აუცილებელი იყო ხელსაქმისათვის და ძალზე სჭირდებოდა.

ერთხელ ერთმა ძმამ დაინახა დანა და შეუქო. ამბა აღათონმა მაშინვე შესთავაზა და მანამ არ გაუშვა, ვიდრე არ დაითანხმა.

ერთხელ ქალაქში ხელსაქმის გასაყიდად ჩასულ ამბა აღათონს უნახავს ქუჩაში დაგდებული სნეული მწირი, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევდა. ბერდიდი დარჩა სნეულთან. ნაკეთობებში აღებული ფულით ბინა დაიქირავა და დარჩენილი ფულიც სნეულს დაახარჯა. ოთხი თვის მერე მწირი გამოჯანმრთელდა და ამბა აღათონიც მხოლოდ ამის მერე დაბრუნდა თავის კელიაში.

* * *
ღირსი აბრაამი წარმართთა შორის ცხოვრობდა, რომელთაგან ერთნი ლანძღავდნენ და იქიდან წასვლას აიძულებდნენ, სხვებმა კი ლამის თავი შეაბეზრეს დახმარების თხოვნით. აბრაამი კი, რასაც მართლმადიდებლები შესწირავდნენ, ყველაფერს მათ უნაწილებდა. ბოლოს აბრაამის კაცთმოყვარებით შეძრულმა წარმართებმა ქრისტიანული ტაძარი ააშენეს და თვითონაც გაქრისტიანდნენ, აბრაამს შეევედრნენ, მათი მღვდელი ყოფილიყო.
ბეჭდვა
1კ1