რომელი ადამიანური ენა ახსნის დიდებას და მშვენიერებას ზეციური სოფლისა
რომელი ადამიანური ენა ახსნის დიდებას და მშვენიერებას ზეციური სოფლისა
ღირსი სერაფიმე საროველი ამბობდა: "ერთხელ ვევედრებოდი უფალს, რომ მასთან სიახლოვე მქონოდა და ეჩვენებინა ჩემთვის ზეციური სავანეები. უფალმა არ მომაკლო მოწყალება. შეასრულა ჩემი თხოვნა-ვედრება და აღტაცებული ვიქმენ ამ სავანეში. ოღონდ არ ვიცი, სხეულით თუ სხეულის გარეშე, ღმერთმა იცის, მიუწვდომელი სახით, ხოლო იქ ნაგემები სიხარულისა და ზეციური სიტკბოების გამოთქმა შეუძლებელია". დიდი ხნის დუმილის მერე წმინდა სერაფიმემ სიღრმით გულისათ ამოიოხრა და თავის მოწაფეს უთხრა: "ეჰ, რომ იცოდე, როგორი სიხარული და სიტკბოება ელით ზეცაში მართალთა სულებს, მაშინ გადაწყვეტდი, ამ წარმავალ ცხოვრებაში მადლიერებით დაგეთმინა ყოველგვარი მწუხარება, დევნა და ცილისწამება. იქ არ არის არც ავადმყოფობა, არც მწუხარება, არც ოხვრა. იქ სიხარული და სიტკბოებაა გამოუთქმელი. იქ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან. მაგრამ ამ ზეციური დიდების ახსნა თუ ვერ შეძლო თვით მოციქულმა პავლემ, მაშინ სხვა რომელი ადამიანური ენა ახსნის დიდებას და მშვენიერებას ზეციური სოფლისა, სადაც მართალთა სულები დამკვიდრებულან?!"

* * *
წმინდა დიმიტრი როსტოველი გვაფრთიხლებს: "ნუ ეძებ ნუგეშინისცემას იმაში, რაც მცირე ხნით მოგეცა, არამედ იძიე ჭეშმარიტი ნუგეშინისცემა ღმერთში - ეს ნუგეშინისცემა ყოველთვის შენთან დარჩება".

ტიხონ ზადონელს მოვუსმინოთ: "სჯობს აქ ლაზარესთან ერთად დავითმინოთ წარმავალი და იქ საუკუნო ცეცხლში ვიტანჯოთ".

"უნდა ვიხაროთ ისე, რომ არასოდეს ამოგვივარდეს მეხსიერებიდან მომავალი მსჯავრი", - წმინდა გრიგოლ დიალოგოსი.
ბეჭდვა
1კ1