მამაი შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად
მამაი შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად
ერთხელ სულიერმა შვილმა თვალი მოჰკრა ღირს გრიგოლ სინელს, რომელიც თავისი კელიიდან მხიარული სახით გამოვიდა და მიზეზი ჰკითხა. წმინდა მამამ ასე უპასუხა: "სული, რომელიც ღმერთს მიეკვრება და მისადმი სიყვარულით გამოიკვებება, ადის ქმნილებაზე მაღლა, ცხოვრობს ხილულ საგნებზე აღმატებულად და ღვთის სიყვარულით ავსებულს არ შეუძლია დამალვა. თვით უფალმა ხომ თქვა: "მამაი შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად" (მათე 6,6), ასევე: "ეგრეთ ბრწყინევდიან ნათელნი თქვენნი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა" (მათე 5,16). რამეთუ მაშინ გული ხტის და ხარობს, გონება მთლიანად სასიამოვნოდ არის აღელვებული, სახე მხიარულია და გახარებული: "გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არს" (იგავი 15,13).
ბეჭდვა
1კ1