ნუ იჯავრებ! ღმერთი დაგეხმარება
ნუ იჯავრებ! ღმერთი დაგეხმარება
ერთ მონასტერში მონაზონი ასე ევედრებოდა უფალს: "ღმერთო, არა მაქვს შენი შიში, გამომიგზავნე მძიმე სნეულება, რომ ამგვარად მოვიდეს გონს სული ჩემი. აქ მაწამე, ღმერთო, რომ იქ შემიწყალო..." ამგვარად ლოცულობდა მთელი წელი, ლოცულობდა მდაბალი და შემუსვრილი გულით, მკაცრი მარხვით. მუდმივად კი ფიქრი უტრიალებდა: ნეტავ რას ნიშნავს უფლის ნათქვამი: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი, რამეთუ ისინი ნუგეშინისცემულ იქნენ"? ერთხელაც, როცა ბერი მიწაზე იჯდა და ტიროდა, ჩათვლიმა. გამოეცხადა მას ქრისტე, მოწყალედ შეხედა და ჰკითხა: "რა მოგივიდა, რატომ ტირი?" "უფალო, დავეცი!" - შესტირა ბერმა. "წამოდექ". "ვერ შევძლებ წამოდგომას, თუ შენ ხელს არ მომცემ და წამომაყენებ!" უფალმა წამოაყენა და მშვიდად ჰკითხა: "რატომ ტირი, რაზე ჯავრობ?" ძმამ უპასუხა: "უფალო, როგორ არ ვიტირო და ვიჯავრო, როცა ასე განგარისხე!" მაშინ უფალმა ხელისგული გულზე დაადო, მოუთათუნა და უთხრა: "ნუ იჯავრებ! ღმერთი დაგეხმარება, მე უკვე აღარ დაგსჯი, რადგან შენ თვითონ დაისაჯე თავი და ყოველი მონანული სულისთვის დავღვარე და დავღვრი ჩემს სისხლს". გონს მოვიდა ძმა და გამოუთქმელი სიხარული იგრძნო და ეუწყა, რომ ღმერთმა მასზე წყალობა მოიღო. მთელი სიცოცხლე დიდ თავმდაბლობასა და ღვთის დიდებაში გაატარა.

* * *
მონაზონი გიორგი დაყუდებული (+1836, სტრატონიკი) ამბობდა: "თუ ჩვენ ღვთის გულისთვის და ღვთის სადიდებლად განვიზრახავთ და ვაკეთებთ, მაშინ ამას სასოწარკვეთამდე არ მივყავართ, არამედ გამოუთქმელი სიხარულით აღგვავსებს, გახარებული გული და გრძნობები ტკბილად ჩაეშვებიან უზომო სიმშვიდეში".
ბეჭდვა
1კ1