მან სიკვდილიდან სიცოცხლეში გამოგვიყვანა
მან სიკვდილიდან სიცოცხლეში გამოგვიყვანა
მამა პორფირე ამბობდა: "ქრისტემ თავისი აღდგომით არა მხოლოდ გადაგვიყვანა მდინარის, არხის, ტბის მეორე მხარეს, მან ჩვენ ქაოსიდან გამოგვიყვანა, რომლის დაძლევაც თვითონ ადამიანს არ შეეძლო. მან სიკვდილიდან სიცოცხლეში გამოგვიყვანა. ქრისტე აღდგა და ახლა ყველა ხარობს. შენ ხომ გინახავს, შემოდგომის თიკანი რა სიხარულით ძოვს მწვანე ბალახს? ცოტა ხანს ძუძუს მოწოვს დედას და გახარებული განაგრძობს ხტომას? ასევე ჩვენც უნდა გვიხაროდეს ქრისტეს აღდგომის გამოუთქმელი სიხარულისა და საკუთარი აღდგომის სიხარულით. გირჩევთ, როცა რაიმე მწუხარება ანდა წარუმატებლობა შეგემთხვევა, ნელ-ნელა აღდგომის პარაკლისის მეშვიდე გალობის ტროპარი წაიკითხე: "სიკვდილითა სიკვდილის შემუსვრას ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა..." და მიხვდები, რომ შენს და სამყაროს ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა უკვე მოხდა. ესაა ქრისტეს აღდგომა, ჩვენი ცხონება. მიხვდები, რომ ის განსაცდელი, რომელიც შეგემთხვა, ძალზე ცოტაა იმისათვის, რომ დაანგრიოს შენი კეთილი აგებულება".
ბეჭდვა
1კ1