ეს სულის ნერვია
ეს სულის ნერვია
ერთხელ მამა პორფირე კავსოკალიველთან სულიერი შვილი მივიდა და ჰკითხა: - მამაო, ბოლო დროს ადვილად ვვარდები მრისხანებაში.

- მრისხანება - ეს კარგია...

მორწმუნემ იფიქრა, რომ ის ხუმრობდა და შეაწყვეტინა:

- კარგია?!

- რა თქმა უნდა! მრისხანება ჩვენში ღმერთმა ჩადო! ეს სულის ნერვია, ეს ძალაა. ღმერთმა ის ჩვენ მოგვცა, რათა ვმრისხანებდეთ და მოვიგერიოთ ვნებები და ეშმაკი. როცა ჩვენ სწორად ვიყენებთ მრისხანებას, ჩვენ ამ ძალას ვართმევთ სატანას და ვაძლევთ მას ქრისტეს. მთელი ჩვენი ძალა და სწრაფვა მივმართოთ იქითკენ, რომ მთლიანად მივენდოთ ქრისტეს.
ბეჭდვა
1კ1