"ნუ იქნება ასე, მამაო!"
"ნუ იქნება ასე, მამაო!"
ათონზე, როცა ივერონს წმინდა ექვთიმე წინამძღვრობდა, ერთი მთავარდიაკვანი ჰყავდათ, პატივცემული ოჯახის შვილი. საკმაოდ ბევრი ფული შეუწირავს მონასტრისთვის. თვით ძვირფასი შესამოსელიც კი. მაგრამ მცირე რამ კერპთაყვანისცემა სჭირდა და არ უნდოდა, მისი შეწირული სამოსელი მის გარდა სხვას ჩაეცვა. ერთხელ წმინდა ექვთიმეს უსისხლო მსხვერპლის შეწირვა სურდა და ერთ დიაკვანს უთხრა, იმ ხსენებული მთავარდიაკვნის შესამოსელი (კვართი) ჩაეცვა. მან მიუგო: "სულიერო მამაო, ვაითუ შეწუხდეს ეგ ძმა, რადგან არ სურს, ვინმემ მისი კვართი შეიმოსოსო". ეს რომ ესმა წმინდა ექვთიმეს, მთავარდიაკვანი დაიბარა: "მართალი მითხარი, რა დატოვე სოფელში?" მშობლები, ძმები და არცთუ მცირე შემოსავალი. ხოლო რაც მონასტერს შევწირე, თავად უწყიო. ღირსმა მამამ ჰკითხა: "მაშ, გირჩევნია, შვილო, რომ ყოველი მადლი და სასყიდელი წარწყმიდო შენი კვართისთვის?" შეშინებულმა თქვა: "ნუ იქნება ასე, მამაო!" წმინდა ექვთიმემ მოატანინა კვართი და დააწვევინა. ბერი ფეხებში ჩაუვარდა და მოძღვრისაგან შენდობა აიღო.

ბეჭდვა
1კ1