დედაო ჩემო, ღვთისმშობელო, დამიბრუნე ჩემი ვაჟი!
დედაო ჩემო, ღვთისმშობელო, დამიბრუნე ჩემი ვაჟი!
სამი წლის ათანასე, ლამაზი და ჯანმრთელი ბიჭი, თავისი დედიკოს, სოფიოს ერთადერთი ნუგეში იყო, მას მერე, რაც ქმარმა მიატოვა. ორი დღეა, ბავშვი მკვდარი წევს კუბოში. დედა უცქერის მის გათეთრებულ სახეს და თვალებს არ უჯერებს. ეფერება გაცივებულ ხელზე, მერე იღებს მის გაქვავებულ თითებს და გულიდან აღმოხდება სულისგამყინავი ყვირილი: "დედაო ჩემო ღვთისმშობელო, როგორ დავიჯერო ეს?!" გონს გადასული ქალი იმტვრევს ხელებს და ფიქრებით სხვა სამყაროში გადადის. ქალი უამრავ ხალხს ხედავს, მათ შორის განარჩევს თავის გარდაცვლილ მშობლებს, რომლებსაც ხელთ მისი საბრალო ბავშვი უპყრიათ. სოფიო ცდილობს, მათ შვილი წაართვას, მაგრამ ამაოდ. გონს მოსული კვლავ სასტიკ რეალობას ხედავს. "დედაო ჩემო, ღვთისმშობელო, - ევედრება ქალი, - დამიბრუნე ჩემი ვაჟი! მუხლმოყრილი გევედრები შენი ხატის წინაშე" (ტინოსის ღვთისმშობლის წინაშე ლოცულობდა). ღამის სიბნელე განთიადმა შეცვალა და ამ დროს დაუჯერებელი რამ მოხდა: მკვდარ ბავშვს ტუჩები შეუვარდისფრდა. უსიცოცხლო სხეულმა ამოისუნთქა. დედა დაჟინებით დააკვირდა, ხომ არ მეჩვენებაო. ბოლო ეჭვი სუსტმა ხმამ გაუქარწყლა. სასწაული მოხდა! გავიდა წლები, ახლა უკვე კუნძულ ევბეიდან კანადაში გადასახლებულმა, სამადლობელი წერილები გამოუგზავნა ტინოსის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვარს.

ბეჭდვა
1კ1