შევძრწუნდი და არა ვიტყოდი
შევძრწუნდი და არა ვიტყოდი
შეკრებისას წმინდა მამებმა წმინდა მოსე შავის გამოცდა მოინდომეს და ერთმანეთს შორის მასზე დაცინვით ამბობდნენ: "ეს ეთიოპი (შავი, "ეშმაკი") ჩვენს კრებაზე რატომ დადისო. ამის მოსმენისას მამა მოსე დუმდა. როცა ძმები დაიშალნენ, ბერებმა ჰკითხეს: "ნუთუ მცირედითაც არ აღშფოთდით, მამაო?" "შევძრწუნდი და არა ვიტყოდი" (ფს. 76,5), - უპასუხა მათ წმინდა მოსემ.

* * *
ძმები ამბა ანტონთან ერთ ძმას აქებდნენ, როცა ეს მონაზონი მოვიდა, ანტონმა მისი გამოცდა მოისურვა, მან კი შეურაცხყოფა ვერ დაითმინა. მაშინ ღირსმა მამამ მას უთხრა: შენ იმ სოფელს ჰგავხარ, წინიდან ლამაზად რომ გამოყურება, უკნიდან კი ავაზაკთაგან გაძარცულიაო.
ბეჭდვა
1კ1