"წარვედ, შვილო, მშვიდობით!"
"წარვედ, შვილო, მშვიდობით!"
წმინდა დონატის ეპისკოპოსობისას ერთი დედაკაცი დაქვრივდა, მის უბედურებას სხვაც დაემატა: ერთმა უსინდისო მევალემ ვალის დაბრუნება მოსთხოვა - თუ არა, მკვდარს არ დაგამარხვინებო. არადა, კაცს ვალი გასტუმრებული ჰქონდა, თუმცა ხელწერილი არ გამოურთმევია. ქალმა დასახმარებლად ეპისკოპოსს მიმართა. "შენ დარწმუნებული ხარ, რომ ვალი გადახდილია?" - ჰკითხა მას მღვდელმთავარმა. "კი, ნამდვილად გადაუხადა გარდაცვალების წინა დღეებში", - დაუდასტურა ქალმა. დიდხანს არწმუნა წმინდა დონატიმ მევალე, თავი დაენებებინა მიცვალებულისთვის, მაგრამ ამაოდ. მაშინ წმინდანი მივიდა მიცვალებულთან, შეეხო ხელით და შეეკითხა: "გესმის, კაცო?" მკვდარმა თვალები გაახილა და უპასუხა: "რა გნებავთ, მეუფეო?" "წამოდექი და შეხედე, რას აკეთებს შენი მევალე. დაკრძალვის საშუალებას არ აძლევს შენიანებს. ითხოვს ვალს - ამის ხელწერილიც აქვსო". გაცოცხლებულმა მკვდარმა მრისხანედ შეხედა მევალეს. ამხილა სიცრუეში და გაახსენა, სად და როდის გადაუხადა ვალი. მევალე გაქვავებული იდგა. მკვდარმა ხელწერილი მოსთხოვა, როცა მისცეს, დახია, ხოლო მღვდელმთავარს უთხრა: "კარგი ქენით, მეუფეო, რომ ამ ცოდვილის სამხილებლად გამაღვიძეთ; მიბრძანეთ, რომ კვლავ დავიძინო". "წარვედ, შვილო, მშვიდობით!" - და გაცოცხლებულმა მკვდარმა კვლავ მიიძინა სიკვდილის ძილით.
ბეჭდვა
1კ1