ღვთის სიტყვით კურნავდა სულიერ და ხორციელ სნეულებებს
ღვთის სიტყვით კურნავდა სულიერ და ხორციელ სნეულებებს
მეფის თანხმობითა და სურვილით, წმინდა პართენ ლამფსაკიის ეპისკოპოსმა (IVს.) განიზრახა, ქვისგან წმინდა ტრაპეზი აეშენებინა წარმართულ საკერპოზე. ქვა ოსტატებმა დაამუშავეს და ეკლესიაში წაიღეს. გზაზე ტვირთაკიდებული ჯორები დაფრთხნენ. მეჯორე ევტიქიმ მათი შეჩერება ვერ შეძლო, ურემმა გადაუარა და მოკლა. ეს უბედურება შეიტყო წმინდა პართენმა, მივიდა იმ ადგილზე, დაიჩოქა და ევტიქისთვის სიცოცხლის დაბრუნება ცრემლიანი თვალებით შესთხოვა უფალს. დასრულებული არ ჰქონდა ლოცვა, რომ მიცვალებული წამოხტა და შესძახა: - დიდება შენდა, ღმერთო, რომელიც სიცოცხლეს უბრუნებ გარდაცვლილსო. ევტიქი სრულიად ჯანმრთელი იყო და ქვა ეკლესიამდე მიიტანა. მას მერე ლამფსაკიაში ექიმებს საქმე გამოელიათ, თუ ვინმე ცუდად გახდებოდა, მაშინვე მიმართავდნენ წმინდა პართენს, რომელიც ღვთის სიტყვით კურნავდა სულიერ და ხორციელ სნეულებებს.
ბეჭდვა
1კ1