მშობლების ლოცვით და უფლის დედის წყალობით
მშობლების ლოცვით და უფლის დედის წყალობით
წმინდა დიმიტრი როსტოველი მოგვითხრობს სასწაულზე, რომელიც ერთ-ერთ რუსულ სოფელში მოხდა 1679 წელს: სოფელ იარილოვიჩში ერმელეს 12 წლის შვილი ჰყავდა, ტიმოთე. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ტიმოთე, რომელიც აქამდე ჯანმრთელი ბავშვი იყო, უეცრად მოკვდა და დილიდან შუადღემდე უსულოდ ესვენა... უნუგეშოდ ტიროდნენ მშობლები. ამ დროს იქ იმყოფებოდა მღვდელმონაზონი მამა ბართლომე. მან მშობლებს ურჩია, რწმენით შევედრებოდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შვილის მკვდრეთით აღდგომას, თანაც აღთქმა დაედოთ, რომ თაყვანს სცემდნენ ილინის მონასტერში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს. მართლაც, მშობლების ლოცვით და უფლის დედის წყალობით ბავშვი გაცოცხლდა. მალე მამამ ვაჟი ილინის მონასტერში წაიყვანა თაყვანისსაცემად.
ბეჭდვა
1კ1