ნურაფერს იტყვი, ვიდრე მოუკლებელი ლოცვით არ დაგიმშვიდდება გული
ნურაფერს იტყვი, ვიდრე მოუკლებელი ლოცვით არ დაგიმშვიდდება გული
წმინდა ილარიონ ოპტელი გვასწავლის: "როცა გრძნობ, რომ რისხვამ შეგიპყრო, მდუმარება დაიმარხე და მანამდე ნურაფერს იტყვი , ვიდრე მოუკლებელი ლოცვით და თავის განკითხვით არ დაგიმშვიდდება გული".

* მამები გვასწავლიან: "ნუ დაუშვებ, რომ მრისხანება შენს ხახას ამოსცდეს" (ამბა ისიდორე).

* "თუ ვინმესთვის შენიშვნის მიცემისას განრისხდები, ამით შენს ვნებებს დაიკმაყოფილებ; ამგვარად, სხვისი გადარჩენისას საკუთარი თავი არ დაიღუპო" (წმინდა მაკარი დიდი).

* "რომ განრისხდეს - ადამიანის ბუნებაში ძევს, ხოლო არ დაჰყვეს ბრძანებას - ქრისტიანის ბუნებაში" (ნეტარი იერონიმე).

* "რისხვა რისხვით არ იკურნება" (წმინდა ფილარეტ მოსკოველი).

* "ულმობელია გველი და ბასილისკო, მაგრამ მათზე ულმობელი მრისხანებაა" (წმინდა ეფრემ ასური).
ბეჭდვა
1კ1