არ არის მონაზონი ის, ვინც ცხოვრებაზე წუწუნებს
არ არის მონაზონი ის, ვინც ცხოვრებაზე წუწუნებს
თქვა ამბა პიმენმა: "არ არის მონაზონი ის, ვინც ცხოვრებაზე წუწუნებს. არც შურისმაძიებელი და მრისხანეა მონაზონი, თუნდაც ასეთნი თავს მონაზვნებად მიიჩნევდნენ".

* თქვა ამბა ისიდორემ: "ბაზარში წავედი ჩემი ნახელსაქმარის (ნაკეთობების) გასაყიდად. დავინახე, რომ სადაც იყო, მრისხანებისგან ავფეთქდებოდი. დავუტევე ყოველი და გავიქეცი".

* ერთხელ არიანელები მოვიდნენ ამბა სისოსთან ამბა ანტონის მთაზე და მართლმადიდებლებს ბრალს სდებდნენ, მაგრამ ბერდიდმა არაფერი უპასუხა. მოუხმო თავის მოწაფეს და უთხრა: "აბრაამ, წმინდა ათანასეს წიგნი მოიტანე და ხმამაღლა წაიკითხე". თუმცა ბერს სიტყვაც არ უთქვამს, არიანელები მიხვდნენ, რომ ერესში იყვნენ ჩავარდნილი. ბერმა ისინი მშვიდობით გაუშვა.

* ამბა პიმენმა შეიტყო, რომ ერთი კაცი კვირაში ექვს დღეს მარხულობდა, რათა საკუთარი მრისხანებისთვის ეძლია და თქვა: "მან თავს ექვს დღეს იძულებით მარხვა ასწავლა, რისხვის დაძლევა კი ვერაო".
ბეჭდვა
1კ1