განრისხებულ სახეზე უსიამოვნო საყურებელი არაფერია
განრისხებულ სახეზე უსიამოვნო საყურებელი არაფერია
პლატონ ათენელი ურჩევდა ბრაზიან და ფიცხ ადამიანს, სარკეში ჩაეხედა და დაენახა მრისხანების ჟამს თავისი სახის უსახურობა.

* "განრისხებულ ადამიანს, თავისი მრისხანების ჟამს საკუთარი თავის დანახვა რომ შეეძლოს, სხვა რამ დარიგება აღარ დასჭირდებოდა: რამეთუ განრისხებულ სახეზე უსიამოვნო საყურებელი არაფერია" (წმინდა იოანე ოქროპირი).

* ამბა ისიდორე ამბობდა: "აი, უკვე ორმოცი წელია, რაც მეც ცოდვის გულისთქმებს ვგრძნობ, მაგრამ არასოდეს დავყევი არც ცოდვას და არც მრისხანებასო".

* ერთხელ დიდი კინოვიის იღუმენი ამბა იოანე მივიდა ამბა პაისისთან, რომელმაც 40 წელი ყველაზე ღრმა უდაბნოში გაატარა. ჰქონდათ რა ერთმანეთის დიდი სიყვარული და თავისუფლება, იოანემ ჰკითხა: "რომელი ღვაწლი აღასრულე უფლისაგან განმარტოებულმა ამდენი ხნის დაყუდებისას?" "მას მერე, რაც განვმარტოვდი, - უთხრა ღირსმა პაისიმ, - მზეს არასოდეს ვუნახივარ მოტრაპეზეო". "მე კი არასოდეს ვუნახივარ განრისხებულიო", - მიუგო ამბა იოანემ.
ბეჭდვა
1კ1