შეცდომაზე მიუთითე მთელი სიმდაბლით
შეცდომაზე მიუთითე მთელი სიმდაბლით
ამბა ესაია გვასწავლის: "ძმაო, თუ ვინმემ გაწყენინა და საჭიროა ძმა ამხილო, თუ შეამჩნიე, რომ ის განრისხებული და გაღიზიანებულია, ნუ გაესაუბრები, რადგან ამით უფრო გააბრაზებ. როცა ორივე დამშვიდდებით, მხოლოდ მაშინ გაესაუბრე და შეცდომაზე მიუთითე მთელი სიმდაბლით".

* თქვა ამბა ამონმა: "14 წელი გავატარე სკიტში, და ღმერთს დღედაღამ ვევედრებოდი, რათა ჩემთვის მრისხანებაზე ძლევა მოენიჭებინაო".

* თქვა ამბა აღათონმა: "მრისხანე კაცი, მკვდრებიც რომ აღადგინოს, სათნო არ არის ღვთისთვის".
ბეჭდვა
1კ1