იქნებ განმშორდეს ეს ვნება
იქნებ განმშორდეს ეს ვნება
ერთი ძმა კანოვიურ მონასტერში ცხოვრობდა და ხშირად მრისხანებდა. მაშინ უთხრა საკუთარ თავს: "წავალ უდაბნოში. იქ ვერავის ვნახავ, ვისაც წავეჩხუბები და იქნებ განმშორდეს ეს ვნებაო". გამოვიდა მონასტრიდან და მარტომ იწყო ცხოვრება. ერთხელ კოკა წყლით აავსო და მიწაზე დადგა. კოკა უეცრად გადაყირავდა და წყალი დაიღვარა. მეორედაც იგივე მოხდა. მესამედაც რომ გადაიქცა კოკა, გაბრაზებულმა მონაზონმა ჭურჭელი აიღო და მიწაზე დაახეთქა. კოკა გატყდა. გონს მოსულმა ძმამ მომხდარზე ფიქრი დაიწყო და მიხვდა, რომ მტერმა დასცინა. მაშინ თქვა: "მარტოც კი ვიძლიე მრისხანების ვნებისგან. დავბრუნდი მონასტერში: ჩანს საკუთარ თავს მოთმინებით და ღვთის შეწევნით უნდა ვებრძოლოთ". მართლაც, მონაზონი დაუბრუნდა მონასტერს.

* ერთხელ, მკის ჟამს, ამბა იოანემ გაიგონა, რომ ერთი ბერი მრისხანედ შეურაცხყოფდა მოყვასს, მაშინვე დაუტევა მკა და თავის კელიას დაუბრუნდა.
ბეჭდვა
1კ1