თავს იმაზე მეტად ვთვლით, ვისზეც ვმრისხანებთ
თავს იმაზე მეტად ვთვლით, ვისზეც ვმრისხანებთ
არქიმანდრიტი თადეოზ სერბი ბრძანებდა: "როგორ ვებრძოლოთ მრისხანებას? მოგიყვებით ორ მთაწმინდელზე, რომლებიც 14 წელი, იძულებული იყვნენ, მრისხანების ვნებას შესწინააღმდეგებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს თვით ქრისტე გამოეცხადა და უთხრა, რომ მრისხანება იძლევა საკუთარი ნებისა და სურვილის მოკვეთით. ჩვენ ვმრისხანებთ იმიტომ, რომ ჩვენი სურვილები არ სრულდება, ანდა იმიტომ, რომ თავს იმაზე მეტად ვთვლით, ვისზეც ვმრისხანებთ. ხოლო ადამიანების მსაჯულობას თავს თუ დავანებებთ, რისხვა აღარ გვექნება".

* ღირსი მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის: "როცა ვინმესგან შეურაცხყოფილი ან დამცირებული ხარ, მრისხანების გულისთქმებს უფრთხილდი, რათა მათ ამ შეურაცხყოფის მიზეზით, სიყვარულისგან არ განგაშორონ და არ გადაგასახლონ სიძულვილის სამყაროში".
ბეჭდვა
1კ1