მაშინ ჯერ ვილოცოთ, შვილო
მაშინ ჯერ ვილოცოთ, შვილო
ძმისაგან განაწყენებული ბერი ღირს სისო თებელთან მივიდა და უთხრა: "ერთმა მამამ ძალზე შეურაცხმყო და შური უნდა ვიძიო!" ღირსმა სისომ უთხრა, - შვილო, მიენდე ღმერთს და ის იძიებს შურსო. "არა, არ გავჩერდები, ვიდრე შურს არ ვიძიებ", - გაიძახოდა გაცხარებული ბერი. "მაშინ ჯერ ვილოცოთ, შვილო", - უთხრა ღირსმა სისომ. წამოდგნენ. ღირსმა მამამ დაიწყო ლოცვა: "ღმერთო, ჩვენ უკვე აღარ გვჭირდები. ნუ იზრუნებ ჩვენზე, ჩვენთვის შურს ნუ მიაგებ, რამეთუ ჩვენ თვითონვე ვიძიებთ შურს". ამის გაგონებაზე ბერი გონს მოეგო, მუხლებში ჩაუვარდა ბერდიდს და წამოიძახა: "არა, მამაო, აღარ ვუბრაზდები ჩემს ძმას და ახლავე მივუტევებო". მაშინ მოძღვარმა უთხრა: "დამიჯერე, შვილო, ვინც დაითმენს წყენას, ის ბევრი შრომის გარეშეც ცხონდება, ხოლო ვინც მრისხანებს მოყვასზე, ის ანადგურებს თავის ყველა სათნოებას და ეშმაკის მონა ხდება".
ბეჭდვა
1კ1