როცა ზარის რეკვას გაიგონებთ, ისწრაფეთ ეკლესიისკენ
როცა ზარის რეკვას გაიგონებთ, ისწრაფეთ ეკლესიისკენ
წმინდა კოზმა ათონელი მოგვიწოდებს: "როცა ზარის რეკვას გაიგონებთ, ისწრაფეთ ეკლესიისკენ, ყურადღებით უსმინეთ ღვთისმსახურებას. თქვენს შვილებსაც უბიძგეთ ხელი, რამდენადაც შესაძლებელია, ნუ შესცოდავთ, იარეთ ეკლესიაში, რათა ღვთის კურთხევის ქვეშ იყოთ და წარმატებულად იცხოვროთ. ისინიც, ვისაც ზარების რეკვა ესმით და ტაძარში არ მიდიან, ცოდვებში იძირებიან, როგორც წარღვნის წლებში. იცოდეთ, რომ საეკლესიო დაფი იმ დაფიდან იღებს სათავეს, რომლითაც ნოე ცხოველებს თავის კიდობანში მოუხმობდა. ეკლესია სიმბოლოა ნოეს კიდობნისა და ვინც მასში არ შევა, ცოდვის წყლებში ჩაიძირება.

ეკლესია მსგავსია წყაროსი, რომლიდანაც წყალს სვამს ყველა მწყურვალი და ამიტომაც მღვდლები ყოველდღიურად უნდა მსახურობდნენ, რათა ქრისტემ აკურთხოს ქვეყანა და მკვიდრნი მისნი და დაიფაროს იგი ყოველგვარი ტკივილისა და თავდასხმისაგან.

ბეჭდვა
1კ1