ვისაც ეზარება ღვთის სახლში სიარული, იტყვის - საქმეები მაქვსო
ვისაც ეზარება ღვთის სახლში სიარული, იტყვის - საქმეები მაქვსო
ვისაც საკუთარი სულის ცხონებაზე ზრუნვა შეუწყვეტია, ეზარება ღვთის სახლში სიარული და იქ ლოცვა, იტყვის - საქმეები მაქვსო. თითქოს ღმერთს რომ სათნოეყო, გულზე ხელები უნდა დაიკრიფო და არაფერი გააკეთო. მაგრამ განა ასეა? წმინდათა მაგალითები საპირისპიროს მეტყველებენ. ასე, მაგალითად, ამბა დოროთე დღედაღამ მუშაობდა, დღისით ტოვებდა თავის მღვიმეს, გადიოდა უდაბნოში, ქვებს აგროვებდა და მათგან თავისი მონაზვნებისთვის კელიებს აშენებდა, ღამე კი ფინიკის ტოტებისგან კალათებს წნავდა. ჭამდა მხოლოდ გამხმარ პურს და თითქმის არ ეძინა. ცნობილია, რომ ღირსი ზაქარია (17 ნოემბერსაა ხსენება) სირაჯი იყო, წმინდა ევქარისტი - მწყემსი, ღირსი ევლოგი - ქვისმთლელი, წმინდა პავლინე ნოლანელმა ეპისკოპოსმა ნებაყოფლობით მისცა თავი მონობას და მძიმე შრომას სწევდა; წმინდა ალექსანდრე კომანის ეპისკოპოსი მღვდელმთავრად კურთხევამდე მენახშირე იყო. "ერთ-ერთი ბერძენი პატრიარქი ჯორებს მწყემსავდა; მეორეს, ათონის მწვერვალზე განმარტოებულს, საკუთარი მხრებით ამოჰქონდა ამ ციცაბო აღმართზე ზღვის პირიდან ხორბალი; მესამე კი რამდენიმე წელი ათონზე მუშად იყო ერთ-ერთ მონასტერში", - ბრძანებდა მთაწმინდელი მღვდელმონაზონი სერგი (ვესნინი).
ბეჭდვა
1კ1