განა ლოცვაზე დარჩენა არ სჯობია?
განა ლოცვაზე დარჩენა არ სჯობია?
ეკლესიაში ახალმოსული ხშირად წუხს, რომ ლოცვაზე დიდხანს დგომა არ შეუძლია, მათ გასამხნევებლად ერთ ამბავს გავიხსენებთ. ერთხელ, ტაძარში დგომისას გლინის უდაბნოს ბერმა, მამა ლავრენტიმ ძლიერი დარტყმა იგრძნო ფეხებში, მერე გვერდში, ბეჭებში და ბოლოს თავში. ეშმაკის ხრიკები იგრძნო ბერმა, ძმებს მხარში ამოდგომა სთხოვა. თითოეული დარტყმისას მას გულისთქმა მოსდიოდა: ან კელიაში, ანდა საავადმყოფოში წასულიყო, სადაც დაისვენებდა და დაეხმარებოდნენ. მაგრამ მეორე შინაგანი ხმა ეტყოდა: განა ლოცვაზე დარჩენა არ სჯობია? სჯობს ტაძარში მოკვდე, ვიდრე საწოლზე, თორემ წახვალ და გზაში მოკვდები და რაღა აზრი ექნება შენს სიარულს..." მთელი თხუთმეტი წუთი ებრძოდა საკუთარ თავს. მოსაგრემ გადაწყვიტა, მოკვდებოდა და ეკლესიას არ დატოვებდა. უფალმა ის ათჯერ მეტად დააჯილდოვა ზეციური ნუგეშინისცემით. ტკივილმა გაიარა და გამოუთქმელი სიხარული იგრძნო, ასეთი რამ არასოდეს განუცდია. "20 საათიც რომ გაგრძელებულიყო ლოცვა, თანახმა ვიყავი, დიდხანს ვმდგარიყავი, ოღონდ კი ამ ზეციურ სიხარულს არ მივეტოვებინე", - ამბობდა იგი.
ბეჭდვა
1კ1