ილია მეორე - ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ შეცდომა
ილია მეორე - ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ შეცდომა
მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, იმედია, რომ ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას.

"ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთული დროს. ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო. ამიტომ მე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, რომ ღმერთი მშვიდობას მოგვცემს და დიდ წყალობას. თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის. განსაკუთრებით იფარავს საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა.
ბეჭდვა
1კ1