"იხილე სიმდაბლენი ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევე ყოველი ცოდვანი ჩემნი"
"იხილე სიმდაბლენი ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევე ყოველი ცოდვანი ჩემნი"
ერთ დიდბერთან ვინმე ცოტათი უდები ძმა ცხოვრობდა. მოძღვრის დიდი ღვაწლის შემყურემ უთხრა: "ზოგიერთი ამბობს, - დიდი მოღვაწება მონაზონს ამპარტავნებაში აგდებსო". ბერმა ბრძანა: შვილო, თუ უდებებით სიმდაბლე სასარგებლოა, მაშინ წავიდეთ, ცოლი მოვიყვანოთ, ხორცი ვჭამოთ და ღვინო ვსვათ. ვაი ჩვენდა, რომ ეშმაკნი დაგვცინებენ და ვერ გაგვიგია. განა არ გახსოვს, რასაც იტყვის დავითი: "იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მომიტევე ყოველი ცოდვანი ჩემნი". გულისხმაჰყავ, შვილო, რამეთუ რომელმაც შესცოდოს და განარისხოს ღმერთი, იმას მართებს, თავი განაშოროს კაცთა სიყვარულსა და ამსოფლიურ საქმეებს, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ ღმერთმა შეიყვარა და კაცობრივი სიყვარული აღარ განაშორებს ღმერთს.

* * *
მამა ეპირიქემ თქვა: ღვინის სმა და ხორცის ჭამა სჯობს ძმის ხორცის ჭამას განკითხვის მიერ.
ბეჭდვა
1კ1