მართლის სიკვდილი
მართლის სიკვდილი
წმინდა ილარიონი თავისი გარდაცვალების ჟამს ამბობდა: "გამოვედ, სულო ჩემო, რისი გეშინია? გამოვედ, რაღა გაშფოთებს? ოთხმოცი წელი ემსახურებოდი ქრისტეს და სიკვდილის გეშინია?" - ამ სიტყვებით მშვიდად ჩააბარა სული უფალს.

წმინდა იოანე ოქროპირმა თავისი გარდაცვალების დღეს საღმრთო ლიტურგია აღასრულა, ეზიარა წმინდა საიდუმლოს, ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ დაემშვიდობა ახლობლებს, შემდეგ დაწვა და თქვა: "დიდება ღმერთს ყველაფრისთვის!" - უკანასკნელად გამოისახა ჯვრის ნიში და სული თვისი ჩააბარა უფალს.

წმინდა მაკარი ეგვიპტელს სიკვდილის ჟამს ქერუბინი გამოეცხადა ანგელოზთა გუნდთან ერთად და მისი სული უფალთან წაიყვანა. წმინდა ამბროსის და წმინდა მოწამე ირინეს კი თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოეცხადა მათი სულების მისაღებად.
ბეჭდვა
1კ1