გონივრულად განსაჯე
გონივრულად განსაჯე
ერთ მღვდელს 16-წლიანი ცოლქმრობის მერე ერთგული და ჭკვიანი მეუღლე გარდაეცვალა. ღრმა მწუხარებამ და სასოწარკვეთამ ლამის გაალოთა, ვინ იცის, როგორ დაასრულებდა სიცოცხლეს, ერთხელ გარდაცვლილი მეუღლე რომ არ გამოსცხადებოდა: "ჩემო მეგობარო, - უთხრა მან, - რა გემართება? შენ ისეთი გზა აირჩიე, რომლითაც არა მარტო ცუდად შემოგხედავს ხალხი, რაც უმთავრესია, ღვთის კურთხევას მოაკლდები, რომელიც აქამდე იყო ჩვენს ოჯახზე. შენ ისეთ ხარისხში ხარ, პატარა ლაქაც კი დიდად მოჩანს, ისეთ ადგილას დგახარ, საიდანაც ყველა მხრიდან მოჩანხარ, თანაც ექვსი დაუფრთიანებელი ბარტყი გყავს, რომელთათვის დედაც უნდა იყო, მამაც. ნუთუ არად მიგაჩნია შენი სამღვდელო ხარისხი, შენი დამსახურებანი და პატივი, რომელიც კაცთა წინაშე გქონდა? ნუთუ შენი პატივი, სიცოცხლე, დამსახურება მხოლოდ შენს ცოლს სჭირდებოდა? დაფიქრდი ამაზე, ჩემო მეგობარო, გთხოვ და გევედრები: გონივრულად განსაჯე და თავი ანებე ამ გზას, რომელსაც დაუფიქრებლად დაადექი. შენ ჩემთან განშორებას ჯავრობ, მაგრამ ხედავ, ჩვენი კავშირი არ შეწყვეტილა; ჩვენ ახლაც შეგვიძლია სულიერი ურთიერთობა ერთმანეთთან, შენი სიკვდილის შემდგომ საუკუნოდ შევერთდებით, თუკი ამის ღირსი იქნები. შენ ჩივი გულის სიცარიელეზე: აღავსე იგი ღვთის, შვილებისა და შენი ძმობისადმი სიყვარულით, გამოკვებე სული შენი ანგელოსთა პურით, როგორც ამას ეძახდი ღვთის სიტყვას, სიყვარულით და მისით დააპურებდი შენს ოჯახს, ევედრე ღმერთს ჩემთვის, შენი შვილებისათვის და შენთვის ჩაბარებული სულებისათვის". ჩემი ერთგული მეუღლის ხმა ღრმად ჩამწვდა გულში, როგორც მფარველი ანგელოზისა, როგორც ხმა თვით ღმერთისა, ჩემს გულისხმისსაყოფად თქმული, უფლის შეწევნით დავძლიე განსაცდელი და მტკიცედ დავადექი მართალ გზას".
ბეჭდვა
1კ1