ეს კაცი ოთხშაბათ-პარასკევს მარხვას არ არღვევდა
ეს კაცი ოთხშაბათ-პარასკევს მარხვას არ არღვევდა
ამბობენ, ერთხელ ამბა პახუმმა დაკრძლავის პროცესიაზე დაინახა, ორი ანგელოზი მიცვალებულის კუბოს მიჰყვებოდა. ფიქრში ღმერთს ჰკითხა მათი ვინაობა. ეს ორი ანგელოზი მასთან მივიდა და მან ჰკითხა: - თქვენ ანგელოზები ხართ და მკვდარს რატომ მიაცილებთო. მიუგეს, - ერთი ჩვენგანი ოთხშაბათის ანგელოზია, მეორე - პარასკევის. ეს კაცი ოთხშაბათ-პარასკევს მარხვას არ არღვევდა, ამიტომ მივაცილებთ. რადგანაც სიკვდილამდე შეინახა მარხვა, ჩვენ განვადიდებთ მას, უფლისთვის კეთილად მოღვაწესო.

ბეჭდვა
1კ1