სხეულის მოსაუძლურებლად არასოდეს დანაყრდებოდა
სხეულის მოსაუძლურებლად არასოდეს დანაყრდებოდა
ღირსი ათანასე (ხსენება 5 ივლისს) ერისკაცობისას ერთი დიდგვაროვნის ოჯახში ცხოვრობდა და არ სურდა მდიდრული და ნოყიერი საჭმლით განცხრომა. მსახურებს სთხოვა, მისთვის მხოლოდ ქერის პური ეყიდათ, მასაც მწვანილთან ერთად ორ დღეში ერთხელ ჭამდა და წყალს აყოლებდა. იშვიათად თუ ინუგეშებდა თავს ხილით. სხეულის მოსაუძლურებლად არასოდეს დანაყრდებოდა, თავშეკავებას თვლიდა ჭეშმარიტ საზრდელად, უდიდეს ნეტარებად - ხშირ და ხანგრძლივ მარხვებს.

ხოლო როცა მონაზონი გახდა, მოსაგრე ცხოვრებისადმი მოშურნეობით სურდა კვირაში ერთხელ ეჭამა საჭმელი, ხოლო მისმა სულიერმა მოძღვარმა ნების მოსაკვეთად უბრძანა, საჭმელი სამ დღეში ერთხელ მიეღო, მერე კი მარხვა გაუმკაცრა. წმინდა ათანასეც, ვითარცა ძე მორჩილებისა, წმინდად აღასრულებდა სულიერი მამის ნებას.

***
სულიც უნდა ვამარხულოთ ხორცთან ერთად, - ამბობდა ელდა. მას ოცი წელი დაეყო სენაკში და ეკლესიის ჭერი არ ენახა.
ბეჭდვა
1კ1