დღეს მარხვის დღეა
დღეს მარხვის დღეა
ერთი მორწმუნე ქალბატონი ჰყვებოდა, - მრავალი წლის წინ, როცა ჩემი ბიძაშვილი, საკმაოდ ამსოფლიური ადამიანი, გვსტუმრობდა ხოლმე, მარხვას არ ვინახავდით. ამის შესახებ მამა ეპიფანეს აღსარებაში ვუთხარი. მკაცრად მიპასუხა:

- დღეს ბიძაშვილი იყო, ხვალ ამხანაგი იქნება, ზეგ - შინაური, მეგობარი... თუ ასე წავიდა საქმე, ალბათ სავსებით დაუტევებთ მარხვას. ძალზე საქებარია, რომ სტუმრებს თვით მარხვის დღეებშიც კი იღებთ, მე ეს გულწრფელად მიხარია, მაგრამ მათ მხოლოდ სამარხვო საჭმლით უნდა გაუმასპინძლდეთ. თუ გინდათ განსაკუთრებულად შეხვდეთ მათ, მაშინ საჭმელი გემრიელად და სიყვარულით მოამზადეთ, თუმცა აუცილებლად სამარხვო. უთხარით, - დღეს მარხვის დღეა, ამიტომაც ყველა საჭმელი სამარხვოა, ჩვენ არ გვსურს საეკლესიო დადგენილების დარღვევაო.
ბეჭდვა
1კ1