ბოროტი თესლი სხვათა გულებში დაითესა
ბოროტი თესლი სხვათა გულებში დაითესა
პირიდან გამოფრენილი სიტყვა ჩიტი არ არის, კაკანათი დაუგო და დაიჭირო, იგი მარადისობაში გადადის და მის გამო მოგვეკითხება. ერთხელ მოძღვართან მივიდა ცილისმწამებლობით ცნობილი ერთი ქალი და აღსარება უთხრა. მოძღვარმა მას ეკლის თესლი მისცა და სთხოვა, ქარისთვის გაეტანებინა. ქალს გაუკვირდა, მაგრამ მაინც შეასრულა მოძღვრის ნათქვამი და ისევ მივიდა მასთან. მან კი გაბნეული თესლის შეგროვება უბრძანა. ქალმა - შეუძლებელიაო. მაშინ მოძღვარმა განუმარტა: ასევე შეუძლებელია შეგროვება იმ ცილისწამებისა, შენ რომ წარმოთქვი და ვითომ ქარს გაატანე. ბოროტი თესლი სხვათა გულებში დაითესა, აღორძინდა, ბოროტი ნაყოფი გამოიღო, ახლა მას ქარმა მიჰბერა და მისმა თესლმა გარემო აავსოო.

* წმინდა ანტონი დიდი ამბობდა: "ნურავის შესთავაზებ კანონს, ვიდრე მას საქმით არ აღასრულებო".
ბეჭდვა
1კ1