ვგონებ, პირველი ეკალი შენ უნდა იყო
ვგონებ, პირველი ეკალი შენ უნდა იყო
იმერეთში, XIX საუკუნეში, ერთი ბლაღოჩინი იყო, ოქროპირ წერეთელი, კაცი მელია, გაიძვერა, გაქნილი, თვალი მუდამ საჩივრებისა და ქრთამისკენ ეჭირა. რომ გაიგო, ახალი ეპისკოპოსი, წმინდა გაბრიელ ქიქოძე, დანიშნესო, გაექანა სურამისაკენ და საზღვარზე მიეგება მღვდელმთავარს. დაიწყო თუ არა შესახვედრი სიტყვის წარმოთქმა, მოსდგა იმერლებს და სულ მიწასთან გაასწორა, - ბატონო, ახალ სამწყსოში თქვენ მრავალი ეკალი და კუროსთავი დაგხვდებათ, მაგრამ იმედია, ყველას ძირიანად აღმოფხვრით, როგორც განათლებული პირიო, - მიმართა წმინდა გაბრიელს. ვგონებ პირველი ეკალი და კუროსთავი შენ უნდა იყო იქ, ბლაღოჩინოო, - მიუგო მწარე ღიმილით გაბრიელმა. გაიძვერა ოქროპირი დაიბნა. ჩამოვიდა თუ არა ქუთაისში, თავის ძმას ცრუ საჩივარი გააგზავნინა წმინდა გაბრიელზე კანტორაში - გაბრიელი თ. კანდელაკის ცოლს ჰყვარობსო, თუმცა გაბრიელი სულ ერთი-ორი დღის ჩამოსული იყო!
ბეჭდვა
1კ1