თქვით ყოველთვის სიმართლე
თქვით ყოველთვის სიმართლე
მამა სებასტიანე ყარაღანდელს (+1966) არ მოსწონდა, როცა ვინმე ცრუობდა, თუნდაც ხუმრობით, და ეტყოდა ხოლმე: თქვით ყოველთვის სიმართლე და ჭეშმარიტება და ნუ გაიცინებთ, რამეთუ სიცილსა და თავისუფალ მოპყრობაში იმალება სიძვა.

* მრავალი სათნოება ჰქონდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს, მათ შორის სიტყვის თქმის ნიჭიც. მრავალგზის მოინახულებდა ხოლმე მონასტრებს და ანუგეშებდა მონაზვნებს, სიმდაბლით შეხვდებოდა მათ, ტკბილად მოიკითხავდა და უზრუნველად ამყოფებდა.

მისი სანუგეშო სიტყვა არ აკლდათ ქსენონში (საავადმყოფო) შეკრებილ სნეულებს, თვითონ მიდიოდა ხოლმე მათთან, მოეფერებოდა, გაამხნევებდა, სწყალობდა. "ნეტავი თქვენ, ვინც ბოლომდე დაითმენთ სნეულებასო", - ჰნატრიდა.
ბეჭდვა
1კ1